რომელი ტიპის კერძო სახლის აშენებაა უკეთესი – ერთსართულიანი თუ ორსართულიანი?
რომელი ტიპის კერძო სახლის მშენებლობა ჯობია, ერთსართულიანი თუ ორსართულიანი? თითოეულ ვარიანტს აქვს გასათვალისწინებელი მახასიათებლები, რომლებიც არა მხოლოდ ხარჯებთან, არამედ ცხოვრების ხარისხთან და საჭიროებებთანაა დაკავშირებული. დღევანდელ ბლოგში შევაფასებთ, ერთსართულიანი და ორსართულიანი კერძო სახლების მშენებლობის, დადებით და უარყოფით მხარეებს.
შინაარსი
• რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ერთსართულიან კერძო სახლების მშენებლობას?
• რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ორსართულიან კერძო სახლების მშენებლობას?
პირველი საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თუ გეგმავთ კერძო სახლის მშენებლობას, არის ის, თუ რომელი სახლია უკეთესი თქვენთვის, ერთსართულიანი თუ ორსართულიანი. ერთი შეხედვით რთულია ცალსახა არჩევანის გაკეთება, სწორედ ამიტომ, მოგიმზადეთ ერთსართულიანი და ორსართულიანი კერძო სახლების მშენებლობის, დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვა.
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ერთსართულიანი კერძო სახლის მშენებლობას?
პირველი, რაც უნდა ითქვას და რაც ყველას, ყველაზე მეტად აინტერესებს, არის მშენებლობის ღირებულება. ერთსართულიანი სახლის 1 მ2 ფასი ორსართულიანზე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირიქით უნდა იყოს. მაღალი ღირებულება განპირობებულია იმით, რომ შენობა იკავებს უფრო დიდ ნაწილს, რაც ზრდის საძირკვლისა და სახურავის ფართობს, რაც შეადგენს მთლიანი ხარჯის ყველაზე დიდ პროცენტს.
ამრიგად, პასუხი კითხვაზე, რომელი სახლის აშენება უფრო იაფია – ერთსართულიანი თუ ორსართულიანი საკმაოდ ნათელია. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება ერთ სართულიანის შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე ორსართულიანის.
მოხერხებულობა
როდესაც მთელი საცხოვრებელი ფართი მოწყობილია ერთ სართულზე, ყოველთვის უფრო მეტად მოსახერხებელია. გარდა ამისა, სართულის კიბის არარსებობა ასევე არის უფრო მეტი უსაფრთხოების გარანტი, რადგან არ არსებობს შემთხვევითი დაცემის და ტრავმის რისკი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ სახლში ცხოვრობენ მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები. ეს ასევე იდეალური საცხოვრებელია მარტოხელა ადამიანებისთვის – მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ორი სართული.
მარტივი გამოსაყენებელი
ერთსართულიანი სახლი უფრო დაბალია, ამიტომ მისი მოვლა მეტად ადვილია. მაგალითად, კანალიზაციის გაწმენდისას ან სახურავის შესაკეთებლად, თოვლისგან გასასუფთავებლად და სატელეკომუნიკაციო საშუალებების საინსტალაციოდ.
უფრო კომფორტული მიკროკლიმატი
ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე სითბო გროვდება, რადგან ცხელი ჰაერი ზემოთ ადის. ერთსართულიანი შენობა ამ თვალსაზრისით უფრო კომფორტულია და ზაფხულის ცხელ ამინდშიც კი, როგორც წესი, შიგნით არ არის მაღალი ტემპერატურა. ზოგადად, მიკროკლიმატის თვალსაზრისით, ბეტონისგან დამზადებულ სახლებს ენჭება უპირატესობა, რადგან ეს ფოროვანი მასალა შლის ნახშირორჟანგს ჰაერიდან და ამით გამორიცხავს ზედმეტ ტენიანობას.
ერთსართულიანი სახლის ნაკლოვანებებს შორის, აღსანიშნავია შემდეგი:
მეტი ფართობის საჭიროება
თუ ძირითადი შენობების გარდა, გსურთ დამატებით გააკეთოთ ოფისი, ბიბლიოთეკა, სათამაშო ოთახი ბავშვებისთვის, სხვადასხვა სათავსოები და ტექნიკური ოთახები, მაშინ სახლი დაიკავებს მთლიანი ფართობის დიდ ნაწილს. ასეთ შემთხვევაში ორსართულიანი კერძო სახლი უკეთესია, რადგან ამ უკანასკნელში რამდენიმე ოთახის მეორე სართულზე განთავსებაა შესაძლებელი. ეს ერთსართულიანი სახლის მნიშვნელოვანი ნაკლია, თუ თქვენთვის პრიორიტეტიაე შეინარჩუნოთ სივრცის რაც შეიძლება დიდი ფართობი.
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ორსართულიანი კერძო სახლის მშენებლობას?
არჩევისას თუ რომელი უნდა ავაშენოთ, ერთსართულიანი თუ ორსართულიანი სახლი, უნდა გესმოდეთ, რომ ეს უკანასკნელი, იგივე საცხოვრებელი ფართით, ნაკლებ ადგილს დაიკავებს მიწის ნაკვეთზე. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მაშინ, როდესაც არ არის დიდი მიწა გამოყოფილი მშენებლობისთვის. ასეთ ვითარებაში, ერთსართულიანი სახლის აშენებისას იშვიათად არის შესაძლებელი ისეთი დეტალების გათვალისწინება, როგორიცაა მანძილი მეზობელ კორპუსამდე, მანძილი ღობეებიდან, მინიმალური მანძილი ოთახებსა და აბაზანას შორის და ა.შ.
კომპაქტურობა
ორსართულიანი სახლი უფრო კომპაქტურია და ერთი მოსაზრების მიხედვით, უფრო ეფექტურადაც კი გამოიყურება. ხშირად ასეთი სახლი გაყიდვისას უფრო მოთხოვნადია, გარედან სუბიექტური აღქმის გამო.
Უფრო იაფი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსართულიანი სახლი უფრო იაფია, ვიდრე ერთსართულიანი, თუ გავითვალისწინებთ ფასს 1 მ2-ზე. ეს გამოწვეულია საძირკვლისა და სახურავის დაბალი ხარჯებით.
ხედი ფანჯრიდან
მეორე სართულიდან შესაძლებელია აივანზე გასვლა ან ფანჯარასთან დაჯდომა და გარშემო არსებული ხედით ტკბობა. ეს ერთსართულიანი კერძო სახლის მშენებლობის შემთხვევაში შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ღირს ორსართულიანი სახლის აშენება, თუ ის მდებარეობს თვალწარმტაც ადგილას.
უფრო ადვილი გათბობა
ეს იმის გამო ხდება, რომ თბილი ჰაერი მეორე სართულზე ადის. თუ ეს ზაფხულში მინუსია, მაშინ ზამთარში, პირიქით, უპირატესობაა, რადგან უფრო ადვილია საცხოვრებელი ფართის გათბობა.
უფრო რაციონალური განლაგება
ოთახების დიდი რაოდენობით, ორსართულიანი სახლი უფრო ერგონომიულია, რადგან უფრო ადვილია მისი პროექტის ისე შემოუშავება, რომ არ იყოს ზედმეტი დერეფნები. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა სახლი დაპროექტდეს ისე, რომ ჰქონდეს საკუთარი კუთხე.
ორსართულიანი სახლების უარყოფითი მხარე:
- სართულის კიბე (შეიძლება იყოს არასასიამოვნო და სახიფათო პატარა ბავშვებისა და მოხუცებისთვის ასვლა);
- ორი სველი წერტილის გაკეთების აუცილებლობა (მეორე სართულზე, მცხოვრებთათვის მეტი კომფორტისთვის, მეორე სველი წერტილის არსებობა)
ზუსტად რომ გადაწყვიტოთ რომელი უკეთესია – ერთსართულიანი ან ორსართულიანი კერძო სახლის მშენებლობა, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე პუნქტი:
- მზად ხართ მუდმივად ახვიდეთ/ჩამოხვიდეთ კიბეზე? თუ არა, მაშინ აირჩიეთ ერთსართულიანი კერძო სახლის მშენებლობა. არ დაგავიწყდეთ გაითვალისწინოთ, რამდენად კომფორტული და უსაფრთხო იქნება კიბეები ბავშვებისა და მოხუცებისთვის.
- რამდენი ოთახი და რა ფართი გჭირდებათ? თუ თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ძირითადი ოთახები, ისინი ადვილად განთავსდებიან ერთსართულიან კერძო სახლში.
- მიწის ფართობის რამდენი პროცენტი შეგიძლიათ ან გსურთ დაუთმოთ სახლს? თუ მიწა დიდი არ არის, ორსართულიან კერძო სახლის მშენებლობაზე უნდა იფიქროთ. თუ ნაკვეთი დიდია, მაშინ შეგიძლიათ ააშენოთ ერთსართულიანი.
- რამდენი დრო სჭირდება სახლის აშენებას? როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთსართულიანი კერძო სახლის მშენებლობას ნაკლები დრო დასჭირდება.
როგორც ხედავთ, კერძო სახლების მშენებლობამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. არჩევის დროს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, დაწყებული მშენებლობის ბიუჯეტიდან, დამთავრებული ოჯახის შემადგენლობით, მისი წევრების ჩვევებითა და ინტერესებით. თითოეულ ფაქტორზე ყურადღების მიქცევით თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც თქვენ, ასევე თქვენი ოჯახის სხვა წევრების საჭიროებებს.
nakaduri.ge არის პროფესიონალი და საიმედო კომპანია, რომელიც მრავალი წელია ახორციელებს სამშენებლო სამუშაოების სრულ ციკლს და ავითარებს უძრავი ქონების პროექტებს.
საქართველოს ბაზარზე 15 წელზე მეტმა წარმატებულმა ოპერირებამ, სხვადასხვა სირთულის პროექტების განხორციელებამ და განვითარებამ მოგვცა საშუალება, დაგვეგროვებინა მნიშვნელოვანი გამოცდილება და ახლა ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სერვისების სრული სპექტრი – იდეიდან დაწყებული ესკიზებით და პროექტებით დამთავრებული.
დაგვიკავშირდით ახლავე: 551 18 06 13