Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამკუთხედი (A-Frame) კოტეჯები – თანამედროვე და ეკოლოგიური საცხოვრებელი

რა არის A-Frame კოტეჯი?

A-Frame კოტეჯი (სამკუთხედი კოტეჯი) განსაკუთრებული არქიტექტურული სტილით გამოირჩევა – მისი სახურავი ფუძემდე ეშვება და სამკუთხა ფორმას ქმნის. ეს დიზაინი პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით დასასვენებელ სახლებსა და ეკო-ტურიზმის პროექტებში.

A-Frame კოტეჯის უპირატესობები

  • ენერგოეფექტურობა – სამკუთხა სტრუქტურა ამცირებს ზედაპირულ ფართობს, რაც ზამთარში სითბოს უკეთ ინარჩუნებს და ზაფხულში გაგრილებას ამარტივებს.
  • ეკოლოგიური და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიული – A-Frame კოტეჯები ხშირად მზადდება ხისგან, რაც მათ ეკო-მეგობრულ არჩევანად აქცევს.
  • ეკონომიური მშენებლობა – მარტივი კონსტრუქცია და შედარებით მცირე მასალის საჭიროება ამცირებს ხარჯებს.
  • მაღალი ჭერი და სივრცის მაქსიმალური გამოყენება – მიუხედავად მცირე კვადრატურისა, მაღალი ჭერი სივრცეს უფრო გახსნილს და ჰაეროვანს ხდის.
  • მდგრადობა და გამძლეობა – სამკუთხა სტრუქტურა მას გამძლეს ხდის ძლიერ ქარებთან და თოვლის დიდი რაოდენობის წინააღმდეგ.

A-Frame კოტეჯების დიზაინის შესაძლებლობები

  1. Minimalistic & Cozy – უბრალო, ნათელი ინტერიერი ხის ელემენტებით.
  2. Modern Rustic – თანამედროვე და ტრადიციული ხის სტილის შერწყმა.
  3. Glass-Wall A-Frame – დიდი მინა-პანორამები ბუნებრივი განათებისთვის.
  4. Loft-Style A-Frame – პატარა, მაგრამ პრაქტიკული მეზანინით (მეორე ნახევარსართული).

A-Frame კოტეჯის მშენებლობის ფაზები

  1. პროექტირება და გეგმარება – სივრცის ოპტიმიზაცია და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები.
  2. საფუძვლის მოწყობა – ხის კონსტრუქციისთვის სტაბილური ბეტონის ან ხის საფუძვლის შექმნა.
  3. კარკასის აწყობა – სამკუთხა ჩარჩოს მონტაჟი და გადახურვა.
  4. ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმება – ხის პანელები, მინები, იზოლაცია და დეკორაცია.

რა ღირს A-Frame კოტეჯი?

ჩვენ ვაშენებთ A-Frame კოტეჯებს საქართველოს მასშტაბით, სადაც მთავარი პრიორიტეტი ხარისხი, სისწრაფე და კომფორტია. საწყისი ფასები შეგიძლიათ ნახოთ ფასები სექციაში.

  • სტანდარტული და არასტანდარტული მოდელები
    გთავაზობთ სტანდარტულ პროექტებს, რომლებიც დროში გამოცდილი და ოპტიმიზირებულია საუკეთესო შედეგისთვის. ამასთან, შეგვიძლია ინდივიდუალური დიზაინით არასტანდარტული კოტეჯების შექმნაც, რომელიც სრულად იქნება მორგებული შენს საჭიროებებსა და ხედვას.
  • მშენებლობის ძირითადი ფაქტორები
    ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ძირითად პარამეტრზე, მათ შორის კოტეჯის ზომაზე და ლოკაციაზე. ჩვენ ვქმნით პროექტებს როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად, ტურისტული ან კომერციული მიზნებისთვის.

A-Frame კოტეჯი – იდეალური არჩევანი საქართველოში?

საქართველოში A-Frame კოტეჯები განსაკუთრებით პოპულარული ხდება რაჭაში, ბორჯომში, გუდაურსა და სხვა ტურისტულ ზონებში. მათი მშენებლობა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე ტურისტული გაქირავებისთვის (Airbnb, Glamping).

თუ დაინტერესდი A-Frame კოტეჯის მშენებლობით, შეგიძლია დაგვიკავშირდე Nakaduri.ge-ზე, სადაც გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებით შენი ოცნების სამკუთხედი სახლის შექმნაში! ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ: +995 551 18 06 13

იხილეთ ჩვენი სხვა პროექტები

თუ ხის სახლის, აგარაკის ან ხის კოტეჯის მშენებლობა გინდა, დაგვიკავშირდი

ხშირად დასმული კითხვები

მშენებლობის ფასი იწყება 410$ (ექვივალენტი ლარში) დოლარიდან. დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, გამოსაყენებელ მასალასა და პროექტის სირთულეზე. ასაწყობი ხის კოტეჯის ფასი, A კატეგორიის მასალით – 1კვ.მ. 410$. ჩვენთან შეგიძლიათ კოტეჯების აშენება ყველაზე იაფად, უმაღლესი ხარისხის მასალით.

 მშენებლობის ნაკადური მეთოდებით ორგანიზაციის დროს, ყველა ჩასატარებელი სამუშაო ნაწილდება ცალკეულ სამშენებლო ოპერაციებად, პროცესებად. სამშენებლო პროცესი ორგანიზაცციულად ურთიერთდაკავშირებული ოპერაციათა ერთობლიობაა, შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით.

 მშენებლობის ნაკადური მეთოდი სამუშაოების ორგანიზაციის განსაკუთრებით ეფექტური და გავრცელებული სახეა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის მინიმალურ ვადებს, შრომის მაღალ მწარმოებლობა და ხარისხის ამაღლებას.
 მშენებლობის ნაკადური მეთოდი საშუალებას იძლევა, ერთდროულად იქნეს წარმოებული სამუშაოების რამდენიმე სახეობა. ოღონდ სამუშაოების თითოეული სახეობა უნდა შესრულდეს მკაცრად მოცემულ დროში.

 ხის კოტეჯები აშენებულია ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ისინი ენერგო-ეფექტურია და ხელს უწყობს დაბალ გათბობის და გაცივების დანახარჯებს. ხის მასალა უზრუნველყოფს თბილ და კომფორტულ გარემოს. ასევე, ხის კოტეჯებს გააჩნიათ განუმეორებელი და ლამაზი დიზაინი.

 ხის სახლების, აგარაკების და კოტეჯების აშენება ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

მშენებლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, ბუნებრივ პირობებზე, ხის სახლის, კოტეჯის თუ აგარაკის ზომაზე და ბუნებრივ პირობებზე. ერთი პროექტის აშენებას 1 თვემდე სჭირდება, დასრულებული მდგომარეობით.

 ხის კოტეჯები შენდება ეკოლოგიურად სუფთა, დამუშავებული წიწვოვანი ხის მასალით. ძირითადად გამოიყენება ფიჭვის მასალა, რომელიც მუშავდება როგორც ანტისეპტიკებით, ისე სხვა საჭირო მასალით. ყველა მასალა სერთიფიცირებულია და აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მოთხოვნებს.

 ასაწყობი ხის კოტეჯების და სახლების მშენებლობისას, წერტილოვან საძირკველზე ეწყობა მთლიანი ხის კარკასი და იფუთება სრული თბოიზოლაციით.

 ხის სახლის, აგარაკის თუ კოტეჯის მშენებლობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს საკონტაქტო ნომრებზე: 551 18 06 13 ან 598 914 102

ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას კოტეჯის მშენებლობის შემდეგაც. ჩვენთან შეგიძლიათ, შეიძინოთ ტექნიკური მომსახურების გეგმები და განახლებული დიზაინის სერვისები. ასევე, ვთავაზობთ მცირე რემონტებსა და სარემონტო სამუშაოებს, საჭიროების შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ გთავაზობთ სრულიად ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული კლიენტისთვის. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ზომა, დიზაინი, ინტერიერის სტილი და სხვა დეტალები თქვენი გემოვნების შესაბამისად. ჩვენი არქიტექტორები დაგეხმარებიან იდეალური ასაწყობი ხის კოტეჯის შექმნაში.

 ჩვენი გუნდის მთავარი მიდგომა არის შედეგების მიღება ხარისხზე ორიენტირებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ჩვენს შემდგომ წარმატებულ საქმიანობას, ისე შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

 ნაკადური მშენებლობის მეთოდი, პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფს უწყვეტი, ერთობლივი მუშაობით, სწრაფად მიღებულ ხარისხიან შედეგს, რაც დროის ეფექტური მართვითა და სამუშაოს თანმიმდევრულად შესრულებით მიიღწევა.

 შესაბამისად, მიღებული შედეგები და ჩვენი გუნდის გამოცდილება ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ ხის სახლების მშენებელი, ერთერთი საუკეთესო გუნდი.