გინდათ ხის სახლის აშენება? დაგვიკავშირდით: +995 551 18 06 13 / +995 598 914 102 / Whatsapp
ხის სახლის ტექნიკური მახასიათებლები
პროექტის ტექნიკური მახასიათებლები:
საძირკველი: წერტილოვანი საძირკველი მოწყობილია რკინის მილ-კვადრატებით, (ზომებით: 100×100; 3მმ კედლით), რომლებიც ჩაბეტონებულია ერთმანეთისგან არა უმეტეს 2 მეტრისა და დამუშავებულია ანტიკოროზიული ხსნარით (თხევადი გუდრონით).
საყრდენი კოჭები: წერტილოვან საძირკველზე მოწყობილია კონსტრუქცია, რომელიც 40 სანტიმეტრის სისქისაა კოჭებიდან იატაკამდე.
კედლის სისქე და მასალა: გარე და შიდა კედლები არის 15 სმ სისქის, დამუშავებული ფიჭვი, რომელიც მუშავდება ანტისეპტიკური და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარებით. დამატებით, გარედან მუშავდება დამცავი (იახტის) ლაკით, რაც უზრუნველყოფს ტენიანობისგან მასალის დაცვას.
თბოიზოლაცია: ქვაბამბა 10 სმ, ეკოლოგიურად სუფთა მასალა. ასევე, გარედან და შიგნიდან ქარსაწინააღმდეგო და ორთქლსაიოზოლაციო მემბრანა.
სახურავი: 0.5მმ სისქის თუნუქი (ფერი შეთანხმებული დამკვეთთან)
ფანჯრები: მეტალო-პლასტმასი, ორმაგი მინაპაკეტით, რომლის ფერიც შეთანხმებულია დამკვეთთან.
ელექტრო გაყვანილობა: მოწყობილია სამმაგი იზოლაციის ცეცხლგამძლე უმაღლესი ხარისხის კაბელებით.
- შიდა გეგმარება: სახლის შიდა მოწყობა შეთანხმებულია დამკვეთთან, ოთახების რაოდენობა და ზომები მორგებულია მათ სურვილებს.
სეზონურობა და მიზანი: შენობა გათვლილია როგორც მუდმივსაცხოვრებლად, ისე სააგარაკე და სასტუმროს მიზნებისთვის.