Search
Close this search box.
Search
Close this search box.

42 კვადრატული A-frame ქუთაისში

გინდათ ხის სახლის აშენება? დაგვიკავშირდით: +995 551 18 06 13 / +995 598 914 102 / Whatsapp

ხის სახლის ტექნიკური მახასიათებლები

პროექტის ტექნიკური მახასიათებლები:

  • საძირკველი: წერტილოვანი საძირკველი მოწყობილია რკინის მილ-კვადრატებით, (ზომებით: 100×100; 3მმ კედლით), რომლებიც ჩაბეტონებულია ერთმანეთისგან არა უმეტეს 2 მეტრისა და დამუშავებულია ანტიკოროზიული ხსნარით (თხევადი გუდრონით).

  • საყრდენი კოჭები: წერტილოვან საძირკველზე მოწყობილია კონსტრუქცია, რომელიც 40 სანტიმეტრის სისქისაა კოჭებიდან იატაკამდე.

  • კედლის სისქე და მასალა: გარე და შიდა კედლები არის 15 სმ სისქის, დამუშავებული ფიჭვი, რომელიც მუშავდება ანტისეპტიკური და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარებით. დამატებით, გარედან მუშავდება დამცავი (იახტის) ლაკით, რაც უზრუნველყოფს ტენიანობისგან მასალის დაცვას.

  • თბოიზოლაცია: ქვაბამბა 10 სმ, ეკოლოგიურად სუფთა მასალა. ასევე, გარედან და შიგნიდან ქარსაწინააღმდეგო და ორთქლსაიოზოლაციო მემბრანა.

  • სახურავი: 0.5მმ სისქის თუნუქი (ფერი შეთანხმებული დამკვეთთან)

  • ფანჯრები: მეტალო-პლასტმასი, ორმაგი მინაპაკეტით, რომლის ფერიც შეთანხმებულია დამკვეთთან. 

  • ელექტრო გაყვანილობა: მოწყობილია სამმაგი იზოლაციის ცეცხლგამძლე უმაღლესი ხარისხის კაბელებით.

  • შიდა გეგმარება: სახლის შიდა მოწყობა შეთანხმებულია დამკვეთთან, ოთახების რაოდენობა და ზომები მორგებულია მათ  სურვილებს. 
  • სეზონურობა და მიზანი: შენობა გათვლილია როგორც მუდმივსაცხოვრებლად, ისე სააგარაკე და სასტუმროს მიზნებისთვის.

იხილეთ ჩვენი სხვა პროექტები

თუ ხის სახლის, აგარაკის ან ხის კოტეჯის მშენებლობა გინდა, დაგვიკავშირდი

ხშირად დასმული კითხვები

მშენებლობის ფასი იწყება 410$ (ექვივალენტი ლარში) დოლარიდან. დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, გამოსაყენებელ მასალასა და პროექტის სირთულეზე. ასაწყობი ხის კოტეჯის ფასი, A კატეგორიის მასალით – 1კვ.მ. 410$. ჩვენთან შეგიძლიათ კოტეჯების აშენება ყველაზე იაფად, უმაღლესი ხარისხის მასალით.

 მშენებლობის ნაკადური მეთოდებით ორგანიზაციის დროს, ყველა ჩასატარებელი სამუშაო ნაწილდება ცალკეულ სამშენებლო ოპერაციებად, პროცესებად. სამშენებლო პროცესი ორგანიზაცციულად ურთიერთდაკავშირებული ოპერაციათა ერთობლიობაა, შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით.

 მშენებლობის ნაკადური მეთოდი სამუშაოების ორგანიზაციის განსაკუთრებით ეფექტური და გავრცელებული სახეა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის მინიმალურ ვადებს, შრომის მაღალ მწარმოებლობა და ხარისხის ამაღლებას.
 მშენებლობის ნაკადური მეთოდი საშუალებას იძლევა, ერთდროულად იქნეს წარმოებული სამუშაოების რამდენიმე სახეობა. ოღონდ სამუშაოების თითოეული სახეობა უნდა შესრულდეს მკაცრად მოცემულ დროში.

 ხის კოტეჯები აშენებულია ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ისინი ენერგო-ეფექტურია და ხელს უწყობს დაბალ გათბობის და გაცივების დანახარჯებს. ხის მასალა უზრუნველყოფს თბილ და კომფორტულ გარემოს. ასევე, ხის კოტეჯებს გააჩნიათ განუმეორებელი და ლამაზი დიზაინი.

 ხის სახლების, აგარაკების და კოტეჯების აშენება ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

მშენებლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, ბუნებრივ პირობებზე, ხის სახლის, კოტეჯის თუ აგარაკის ზომაზე და ბუნებრივ პირობებზე. ერთი პროექტის აშენებას 1 თვემდე სჭირდება, დასრულებული მდგომარეობით.

 ხის კოტეჯები შენდება ეკოლოგიურად სუფთა, დამუშავებული წიწვოვანი ხის მასალით. ძირითადად გამოიყენება ფიჭვის მასალა, რომელიც მუშავდება როგორც ანტისეპტიკებით, ისე სხვა საჭირო მასალით. ყველა მასალა სერთიფიცირებულია და აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მოთხოვნებს.

 ასაწყობი ხის კოტეჯების და სახლების მშენებლობისას, წერტილოვან საძირკველზე ეწყობა მთლიანი ხის კარკასი და იფუთება სრული თბოიზოლაციით.

 ხის სახლის, აგარაკის თუ კოტეჯის მშენებლობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს საკონტაქტო ნომრებზე: 551 18 06 13 ან 598 914 102

ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ მხარდაჭერას კოტეჯის მშენებლობის შემდეგაც. ჩვენთან შეგიძლიათ, შეიძინოთ ტექნიკური მომსახურების გეგმები და განახლებული დიზაინის სერვისები. ასევე, ვთავაზობთ მცირე რემონტებსა და სარემონტო სამუშაოებს, საჭიროების შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ გთავაზობთ სრულიად ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული კლიენტისთვის. თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ ზომა, დიზაინი, ინტერიერის სტილი და სხვა დეტალები თქვენი გემოვნების შესაბამისად. ჩვენი არქიტექტორები დაგეხმარებიან იდეალური ასაწყობი ხის კოტეჯის შექმნაში.

 ჩვენი გუნდის მთავარი მიდგომა არის შედეგების მიღება ხარისხზე ორიენტირებით, რაც უზრუნველყოფს როგორც ჩვენს შემდგომ წარმატებულ საქმიანობას, ისე შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

 ნაკადური მშენებლობის მეთოდი, პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფს უწყვეტი, ერთობლივი მუშაობით, სწრაფად მიღებულ ხარისხიან შედეგს, რაც დროის ეფექტური მართვითა და სამუშაოს თანმიმდევრულად შესრულებით მიიღწევა.

 შესაბამისად, მიღებული შედეგები და ჩვენი გუნდის გამოცდილება ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ ხის სახლების მშენებელი, ერთერთი საუკეთესო გუნდი.