43 კვადრატული ხის კოტეჯი ანტრესოლით

43-კვადრატული-ხის-სახლი-ანტრესოლით 1

პროექტი A-Frame აბანო ანტრესოლით (მეორე განათება), გარე ზომები 6 x 6 მ, ფართობი 43 კვ.მ. ფასადის პანორამული მინაშენი შესასვლელის წინ არის 12 კვ.მ. პირველ სართულზე არის: დასასვენებელი ოთახი 9.4 მ2, სარეცხი ოთახი (სველი წერტილი) 4.4 მ2, ტუალეტი 1 მ2 და ორთქლის ოთახი 4.4 მ2. მეორეზე (ანტრესოლზე): საძინებელი 7.2 კვ.მ. პროექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სასტუმრო სახლი, აგარაკი, ტურისტული სახლი.

 სტანდარტული პირობები:

სტანდარტულ (800/900 ლარიან) პაკეტებში შედის:
• წერტილოვანი საძირკველი;
• 0.5-მილიმეტრიანი სახურავი;
• კედლის სისქე 15სმ-მდე;
• ელ გაყვანილობა;
• ორმაგი თბოიზოლაცია (10სმ ქვაბამბა) კედლებში, ჭერში, იატაკში;
• მეტალოპლასტმასის სასურველი ფერის კარ-ფანჯარა;
• ფანჯრების ზომები: 1მx1.2მ.
 კოტეჯი ბარდება დასრულებული მდგომარეობით, გარდა სველი წერტილისა. მასალის დამატების შემთხვევაში, ფასი დაითვლება ფასთა სხვაობის შესაბამისად და დაემატება.

1200 ლარიან პაკეტში შედის ყველაფერი, რაც სტანდარტულ პაკეტში, პლუს სველი წერტილის მასალის (საშუალო ღირებულების) და ხელობის ფასი.

იხილეთ ჩვენი სხვა პროექტები

ხშირად დასმული კითხვები

 მშენებლობის ნაკადური მეთოდებით ორგანიზაციის დროს, ყველა ჩასატარებელი სამუშაო ნაწილდება ცალკეულ სამშენებლო ოპერაციებად, პროცესებად. სამშენებლო პროცესი ორგანიზაცციულად ურთიერთდაკავშირებული ოპერაციათა ერთობლიობაა, შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით.

 მშენებლობის ნაკადური მეთოდი სამუშაოების ორგანიზაციის განსაკუთრებით ეფექტური და გავრცელებული სახეა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის მინიმალურ ვადებს, შრომის მაღალ მწარმოებლობა და ხარისხის ამაღლებას.
 მშენებლობის ნაკადური მეთოდი საშუალებას იძლევა, ერთდროულად იქნეს წარმოებული სამუშაოების რამდენიმე სახეობა. ოღონდ სამუშაოების თითოეული სახეობა უნდა შესრულდეს მკაცრად მოცემულ დროში.

 ხის სახლების, აგარაკების და კოტეჯების აშენება ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

მშენებლობის ფასი იწყება 800 ლარიდან. დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, გამოსაყენებელ მასალასა და პროექტის სირთულეზე. ფასი განისაზღვრება იმის მიხედვითაც, თუ რა მდგომარეობაში სურს დამკვეთს პროექტის ჩაბარება (შავი კარკასი, თეთრი კარკასი თუ ხის სახლი).

მშენებლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, ბუნებრივ პირობებზე, ხის სახლის, კოტეჯის თუ აგარაკის ზომაზე და ბუნებრივ პირობებზე. საშუალო ხანგრძლივობა 1 თვემდე, დასრულებული მდგომარეობით.

მშენებლობის პროცესში გამოიყენება ქართული და რუსული, უმაღლესი ხარისხის ხის მასალა, რომელიც გათვლილია ათწლეულებზე და გვაძლევს საიმედოობას.
 წერტილოვან საძირკველზე ეწყობა მთლიანი კარკასი და იფუთება სრული თბოიზოლაციით.

 ხის სახლის, აგარაკის თუ კოტეჯის მშენებლობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს საკონტაქტო ნომრებზე: 551 18 06 13 ან 598 914 102

დროა, შეუკვეთო პროექტი

დარეკვა