მთავარი » 132 ვადრატული 1 სართულიანი
მშენებლობის ნაკადური მეთოდებით ორგანიზაციის დროს, ყველა ჩასატარებელი სამუშაო ნაწილდება ცალკეულ სამშენებლო ოპერაციებად, პროცესებად. სამშენებლო პროცესი ორგანიზაცციულად ურთიერთდაკავშირებული ოპერაციათა ერთობლიობაა, შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით.
მშენებლობის ნაკადური მეთოდი სამუშაოების ორგანიზაციის განსაკუთრებით ეფექტური და გავრცელებული სახეა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის მინიმალურ ვადებს, შრომის მაღალ მწარმოებლობა და ხარისხის ამაღლებას.
მშენებლობის ნაკადური მეთოდი საშუალებას იძლევა, ერთდროულად იქნეს წარმოებული სამუშაოების რამდენიმე სახეობა. ოღონდ სამუშაოების თითოეული სახეობა უნდა შესრულდეს მკაცრად მოცემულ დროში.
ხის სახლების, აგარაკების და კოტეჯების აშენება ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
მშენებლობის ფასი იწყება 800 ლარიდან. დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, გამოსაყენებელ მასალასა და პროექტის სირთულეზე. ფასი განისაზღვრება იმის მიხედვითაც, თუ რა მდგომარეობაში სურს დამკვეთს პროექტის ჩაბარება (შავი კარკასი, თეთრი კარკასი თუ ხის სახლი).
მშენებლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, ბუნებრივ პირობებზე, ხის სახლის, კოტეჯის თუ აგარაკის ზომაზე და ბუნებრივ პირობებზე. საშუალო ხანგრძლივობა 1 თვემდე, დასრულებული მდგომარეობით.
მშენებლობის პროცესში გამოიყენება ქართული და რუსული, უმაღლესი ხარისხის ხის მასალა, რომელიც გათვლილია ათწლეულებზე და გვაძლევს საიმედოობას.
წერტილოვან საძირკველზე ეწყობა მთლიანი კარკასი და იფუთება სრული თბოიზოლაციით.
ხის სახლის, აგარაკის თუ კოტეჯის მშენებლობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს საკონტაქტო ნომრებზე: 551 18 06 13 ან 598 914 102