მთავარი » ფასები
მონოლითური სამუშაოები გულისხმობს რკინა-ბეტონის საძირკველისა და ძირითადი, საყრდენი კარკასის მოწყობას.
მონოლითის მოწყობის ღირებულებაა – 1კვ.მ. 150-180$. ფასში არ შედის სახურავის მოწყობა.
შავი კარკასის მდგომარეობაში შედის:
• რკინა-ბეტონის საძირკველი და საყრდენი კედლები;
• ბლოკის გარე კედლები;
• სახურავის კონსტრუქცია/ მეტალოკრამიტით გადახურვა;
• შესასვლელი კარი და ფანჯრები.
შავი კარკასის ღირებულებაა – 1კვ.მ. 200$-250$.
თეთრი კარკასის მდგომარეობაში შედის ყველაფერი, რაც შავ კარკასში, პლიუს:
• შესასვლელი რკინის კარი;
• მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა;
• იატაკის მოჭიმვა;
• კედლების შიგნიდან და გარედან გალესვა;
• თაბაშირ-მუყაოს ჭერი;
• ფასადის შეღებვა;
• ელექტრო გაყვანილობა;
• სანტექნიკისა და გათბობის მილები;
თეთრი კარკასის ღირებულებაა – 1კვ.მ. 300$-350$.
1 კვ.მ. – 350$-დან (ეკვივალენტი ლარში).
პროექტი ბარდება დასრულებული, საცხოვრებელი მდგომარეობით. გამოიყენება A-B კატეგორიის, უმაღლესი ხარისხის მასალა. ფასში არ შედის სველი წერტილის მოწყობა.
საშუალო ზომის (4-4.5 კვადრატული) აბაზანის კაფელ-მეტლახის და სანტექნიკის მოწყობა ჯდება დაახლოებით 3000$ (მასალა და ხელობა).
1 კვ.მ. – 390$-ის ეკვივალენტი ლარში.
(სველი წერტილის ჩათვლით)
პროექტი ბარდება დასრულებული, საცხოვრებელი მდგომარეობით. სველი წერტილის მასალები (საშუალო ღირებულების) და ხელობა ფასში შედის.
რუსული ხის მასალით, სველი წერტილის ჩათვლით.
1 კვ.მ. – 1200 ლარი.
პროექტი სრულდება დასრულებული, საცხოვრებელი მდგომარეობით. სველი წერტილის მოწყობის ფასს დაგითვლით ცალკე, პროექტის და თქვენი შერჩეული მასალის მიხედვით.
სტანდარტულ პაკეტებში შედის:
• წერტილოვანი საძირკველი – ჩაბეტონებული რკინის მილ-კვადრატები, კედლის ზომებით 3მმX100მმX100მმ, მაქსიმუმ 2 მეტრიანი დაშორებით ერთმანეთისგან. მიწიდან 40 სანტიმეტრის აწევით;
• იატაკის მოწყობა დამუშავებული ხის მასალით (36 მმ სისქე), რომელიც გაპრიალდება და გაილაკება ზეთოვანი ლაკით. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ლამინატის დაგება.
• გარე და შიდა კედლები მოეწყობა ხის კონსტრუქციით (ზომები 120X70მმ), ხოლო გარე ფასადი და შიდა კედლები მოპირკეთდება ლამფით („აბშივკა”). კედლის სისქე 15სმ-მდე;
• ელექტრო გაყვანილობა – 1.5კვეთიანი განათებებზე, 2.5 კვეთიანი როზეტებზე, 4 კვეთიანი ძირითად შემსვლელზე;
• ორმაგი თბოიზოლაცია (2 ფენა ქვაბამბა) კედლებში, ჭერში, იატაკში. ორი მხრიდან შეფუთვა ორთქლსაიზოლაციო მემბრანით კედლებსა და სახურავში;
• მეტალოპლასტმასის სასურველი ფერის კარ-ფანჯარა. ფანჯრების ზომები: 1მx1.2მ. ფასში არ შედის დამცავი ბადეები და დამატებითი მექანიზმები.
• 0.5-მილიმეტრიანი თუნუქის სახურავი;
• პროექტის მთლიანი დიზაინი, განლაგება და ფერები თანხმდება დამკვეთთან.
პროექტი ბარდება დასრულებული მდგომარეობით. მასალის დამატების შემთხვევაში, ფასი დაითვლება ფასთა სხვაობის შესაბამისად.