Nakaduri.ge ნაკადური მშენებლობა
Slide 1
სამშენებლო კომპანია

ნაკადური

კერძო სახლების, აგარაკების და კოტეჯების მშენებლობა

პროექტები

სახლების, აგარაკების და კოტეჯების პროექტები

ხშირად დასმული კითხვები

 მშენებლობის ნაკადური მეთოდებით ორგანიზაციის დროს, ყველა ჩასატარებელი სამუშაო ნაწილდება ცალკეულ სამშენებლო ოპერაციებად, პროცესებად. სამშენებლო პროცესი ორგანიზაცციულად ურთიერთდაკავშირებული ოპერაციათა ერთობლიობაა, შესრულების ტექნოლოგიური თანმიმდევრობის დაცვით.

 მშენებლობის ნაკადური მეთოდი სამუშაოების ორგანიზაციის განსაკუთრებით ეფექტური და გავრცელებული სახეა, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის მინიმალურ ვადებს, შრომის მაღალ მწარმოებლობა და ხარისხის ამაღლებას.
 მშენებლობის ნაკადური მეთოდი საშუალებას იძლევა, ერთდროულად იქნეს წარმოებული სამუშაოების რამდენიმე სახეობა. ოღონდ სამუშაოების თითოეული სახეობა უნდა შესრულდეს მკაცრად მოცემულ დროში.

სახლების, აგარაკების და კოტეჯების აშენება ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

მშენებლობის ფასი დამოკიდებულია დამკვეთის სურვილებზე, გამოსაყენებელ მასალასა და პროექტის სირთულეზე. ფასი განისაზღვრება იმის მიხედვითაც, თუ რა მდგომარეობაში სურს დამკვეთს პროექტის ჩაბარება (შავი კარკასი, თეთრი კარკასი თუ სრულიად გარემონტებული).

მშენებლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, ბუნებრივ პირობებზე, სახლის, კოტეჯის თუ აგარაკის ზომაზე და იმ კონდიციებზე, რა მდგომარეობითაც უნდა ჩაბარდეს პროექტი. საშუალო ხანგრძლივობა 1-2 თვე, დასრულებული მდგომარეობით.

მშენებლობის პროცესში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მასალა, რომელიც გათვლილია ათწლეულებზე და გვაძლევს საიმედოობას.

 ფუნდამენტი და საყრდენი კედლები ეწყობა რკინა-ბეტონით. გარე და შიდა კედლები შენდება ბლოკით, ხოლო თბოიზოლაციისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის პენოპლასტი / თბოსაიზოლაციო ფილა. სახურავზე გამოიყენება 0.5მმ სისქის თუნუქი. რაც შეეხება ინტერიერის და ექსტერიერის ვიზუალურად დამუშავებას, ეს უნდა შეთანხმდეს თითოეულ პროექტზე ინდივიდუალურად.

სახლის, აგარაკის თუ კოტეჯის მშენებლობა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს საკონტაქტო ნომრებზე: 551 18 06 13 ან 598 914 102

თუ სახლის, აგარაკის ან კოტეჯის აშენება გინდა, დაგვიკავშირდი